კომპანია "ითი" დაარსდა 1995 წელს და ის თავდაპირველად ოჯახურ ბიზნესს წარმოადგენდა. მისი პირველი მაღაზია გაიხსნა ლეონიძის ქ. #10-ში, სადაც დღეს უკვე იქვე არსებობს კაფე - ყავის და ჩაის მომსახურებით, იმისათვის რათა მომხმარებელს ჰქონდეს საშუალება ადგილზე მიირთვას ცხელი ღვეზელები და ახალი ნამცხვრები.
წლების განმავლობაში კომპანია "ითი" ფართოვდებოდა და 2002 წელს გაიხსნა მეორე მაღაზია ვაჟა-ფშაველას გამზ. #41-ში, 2008 წელს კი მესამე მაღაზია მცხეთის ქ. #6-ში. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მაღაზიათა სისტემა ერთნაირია: ადგილზე ცხვება ხაჭაპური, ხორცის ღვეზელი, ლობიანი, ტარხუნის ღვეზელი, სოკოს ღვეზელი და ა.შ. რაც შეეხება ნამცხვრებსა და ტორტებს, ისინი ცხვება სპეციალურ საცხობში და შემდეგ იგზავნება ყველა მაღაზიათა ქსელში, 4 სპეციალიზირებული მაცივარ-მანქანათა (Ford Tranzit) მეშვეობით. საცხობი მდებარეობს ცაგარელის ქ. #17-ში, სადაც მუშაობს 30 თანამშრომელი.
კომპანია "ითის" პროდუქცია გამოირჩევა ნატურალური შემადგენლობებით, არ გამოიყენება არანაირი კონსერვანტები და მზა ჯემები. ზამთრისათვის შესანახად სპეციალურად მზადდება 10 ტონამდე ალუბალი, შინდი, ატამი და ა.შ. რისი წყალობითაც კომპანია მთელი წლის განმავლობაში საშუალებას აძლევს მომხმარებელს მიირთვას მხოლოდდამხოლოდ ნატურალური, დაუკონსერვებელი ხილისაგან დამზადებული ნამცხვრები და ტორტები.
იწარმოება ტორტების ნაირსახეობა: შოკოლადის, ნიგვზის, ბეზეს, ნუშის, "მთვრალი ალუბლის", სხვადასხვა ხილის. ასევე კეთდება 50 დასახელების ნამცხვრები ახალი და უგემრიელესი კრემით, ნიგვზით, შოკოლადით და ა.შ. ცხვება სხვადასხვა სახეობის სამარხვო ნამცხვრები და ტორტები. მომხმარებელს შეუძლია საკუთარი სურვილისამებრ შეუკვეთოს ნებისმიერი ზომისა თუ ფორმის საპრეზენტაციო, საქორწილო, სადღესასწაულო, საბავშვო, სეზონური და ა.შ. ტორტები.
კომპანია "ითის" ჰყავს უამრავი ერთგული კლიენტი, რომელთათვისაც იგი ამზადებს ექსკლუზიურ ტორტებს. მაგ.: ისი-პარის ქსელის ყოველი ახალი სუნამოს პრეზენტაციას თან ახლავს „ითის“ ტორტი, სუნამოს შესაბამისი ლოგოთი და გემოთი. ასევე ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ფარმაცევტულ კომპანია "PSP"-სთან, რომლის სააფთიაქო ქსელსაც დაარსდების რიცხვებში უგზავნის საიუბილეო ტორტებს. მისი კლიენტები არიან სამედიცინო სფეროს თითქმის ყველა წარმომადგენელი, ბიზნესმენები, ნავთობის სხვადასხვა კომპანიები, საადვოკატო ფირმები, სვადასხვა პოლიტიკური პარტიები, საელჩოები, სკოლები, შოუბიზნესის წარმომადგენლები, ჯურნალ-გაზეთები და ა.შ. კომპანია ხშირად საჩუქრად უკეთებს ტორტებს სხვადასხვა სასწავლებლების სტუდენტებს პრეზენტაციებისათვის. ასევე ხშრად უგზავნის ტორტებს მოხუცებულთა თავშესაფარს "კათარზისი". |
|